პროექტი
გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა
1.
პროექტის სახელწოდება: სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება
2.
პროექტში მონაწილეები: ლეილა
წიკლაური -ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი
ნესტან
კვანჭიანი- ისტ-ის მასწავლებელი
მთელი სკოლის
მოსწავლეები
3.
პროექტის აქტუალობა :
·
სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მწირია . სკოლა დაარსდა
რუსულენოვანი სკოლის ბაზაზე, ამიტომ
ქართულ ენაზე სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა მცირე რაოდენობითაა.
·
სკოლის
მოსწავლეების უმეტესობა ეკომიგრანტთა ოჯახებიდანაა. მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ მხატვრულ ლიტერატურაზე . ხშირად სავალდებულო ლიტერატურაც
კი, როდესაც სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიძიონ იგი,
ხელმიუწვდომელია მათთვის.
·
ამაღლდება მოსწავლეთა წიგნიერების დონე და ხელი
შეეწყობა აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებასა
და ეფექტური სასწავლო პროცესისათვის საჭირო
ნიადაგის მომზადებას .
·
მოსწავლეები
მოიძიებენ ალტერნატიულ გზას ტყის გაჩანაგების თავიდან ასაცილებლად.
4.
პროექტის მიზანი:
·
ბიბლიოთეკა
გამდიდრდება ლიტერატურით.
·
ბიბლიოთეკის
გამდიდრებით ამაღლდება მოსწავლეებში წიგნიერების დონე.
·
სასწავლო
პროცესი ეფექტურად წარიმართება.
·
მაკულატურის
შეგროვებით მოსწავლეებში მოხდება სოციალური უნარ-ჩვევების ფორმირება.
·
მოსწავლეებში
ამაღლდება ეკოლოგიური ცნობიერება
5.
მონაწილეთა ასაკი - I-XII კლასის მოსწავლეები.
6.
პროექტის ხანგრძლივობა- გრძელვადიანი
-სექტემბრიდან-ივნისის ჩათვლით ( გაგრძელდება მომდევნო სასწავლო წლებშიც )
7.
მოსალოდნელი შედეგები:
·
ბიბლიოთეკა გადახალისდება.
·
ამაღლდება მოსწავლეთა წიგნიერების დონე.
·
ეფექტური, მოტივირებული გახდება სასწავლო პროცესი.
·
ამაღლდება
მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება
8.
რესურსები;
მასწავლებელი, მოსწავლე,
სკოლის ბიბლიოთეკა , მაკულატურა , პროექტორი , კომპიუტერი, ფორმატი, ბუკლეტები, ტრანსპორტი.
9.
პროექტის მსვლელობა
·
პროექტის შეთანხმდება სკოლის დირექციასთან.( სექტემბრის დასაწყისი)
·
მაკულატურის შეგროვების ორგანიზება ბავშვებში: (მთელი წლის განმავლობაში)
·
სკოლაში მაკულატურის შეგროვების წამოწყება: პლაკატების გამოკვრა,
ბუკლეტების შექმნა- დარიგება, კლასებში პიარ-კომპანიის წარმართვა , პრეზენტაციები. (სექტემბერი, ოქტომბერი,
ნოემბერი)
·
მაკულატურის შესაგროვებლად ოთახის გამოყოფა
·
მაკულატურის შეგროვება.
·
ტრანსპორტის
მოძიება მაკულატურის გადასატანად
·
მაკულატურის
ტრანსპორტირების დაფინანსება.
·
ბიბლიოთეკის
წიგნებით გადახალისება.
Комментарии
Отправить комментарий