გაკვეთილის გეგმა

                პრობლემაზე ორიენტირებული             
                                               სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,  გვარი, პ/ნ - ლეილა წიკლაური,   პ/ნ 52001013114
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი - საბაზო, VIII ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა - 19  
სსმ  მოსწავლე არ ირიცხება
გაკვეთილის თემა -  საზოგადოება და ბრბო
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლე  შეძლებს კონკრეტულ  პრობლემაზე არგუმენტირებულ   
მსჯელობას, საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმას აუდიტორიის წინაშე, მხატვრული და  
არამხატვრული ტექსტის მნიშვნელოვანი ასპექტების გაგება-გაანალიზება-განზოგადებას.
ესგ -ს სტანდარტთან შესაბამისობა :  
ქართ. VIII. 1. ქართ. VIII. 2. ქართ. VIII. 5. ქართ. VIII. 9. ქართ.VIII.10.
რესურსი - ფორმატი, მარკერი, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პროექტორი,
კომპიუტერი. ნაწყვეტი  თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ ნატვრის ხე“.
( https:/ www. youtube.com)
კლასის ორგანიზების ფორმა - ჯგუფური (  4 ჯგუფი ) – (4 წთ )  მოსწავლეებს
ვახსენებ წინასწარ , მათთან ერთად, შემუშავებულ ქცევისა და ჯგუფში მუშაობის წესებს.
(გამოკრული თვალსაჩინო ადგილზე)  ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა და მისაღწევ
შედეგებს, შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებს.
        აქტივობები: (აქტივობები ითვალისწინებს პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის ეტაპებს )
ქტივობა  I .  პრობლემის იდენტიფიცირებისა  და გამოკვეთისთვის ვააქტიურებ წინარე
 ცოდნას კითხვა-პასუხით: ( 6 წთ. )
  1. გაიხსენეთ ის ნასწავლი  ნაწარმოებები , რომლებშიც  საუბარია ბრბოს ფსიქოლოგიაზე.
(სავარაუდოდ , ჩამოთვლიან 3 ნაწარმოებს: გიორგი ლეონიძის „ ნატვრის ხე“,
მიხეილ ჯავახიშვილის „ ეშმაკის ქვა“, ვაჟა-ფშაველას „ ამოდის, ნათდება“. )
2. გაიხსენეთ ,  ამ სამი ნაწარმოების რომელ ეპიზოდებში ჩანს ნათლად ბრბო ?  
რა იყო მიზეზი საზოგადოების ბრბოდ გადაქცევის ?
3. ვინ შეიძლება გახდეს ბრბოს წევრი ?
4. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ბრბოს ქმედება ?
აქტივობა   II .   ( 7  წთ )  ჯგუფებს მივცემ დავალებას  შექმნან ასოციაციის რუკები,  
რომლებზეც დაიტანენ იმ ასოციაციებს, რასაც იწვევს მათში ეს ორი სიტყვა- საზოგადოება,
ბრბო.  შემდეგ ჯგუფები წარადგენენ ნამუშევრებს.
აქტივობა III .  ( 10 წთ )  ჯგუფებს დავუსვამ კითხვას : თქვენი აზრით , სად უფრო უკეთესად
წარმოჩნდება ბრბოს ფსიქოლოგია ნაწარმოებსა თუ ფილმში ?
  შემდეგ  ვაჩვენებ ნაწყვეტს  თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ ნატვრის ხე“, კერძოდ ,
მარიტას დასჯის ეპიზოდს.  
   შესავსებად  მივცემ „ ვენის დიაგრამას ‘’,  რათა იპოვონ მსგავსება და განსხვავება ნაწარმოებისა
და ფილმის ეპიზოდებს შორის.
  ჯგუფებს მივმართავ კითხვით:
  1. გამართლდა თუ არა  თქვენი მოლოდინები ?
  2. ნაწარმოების კონკრეტულმა ეპიზოდმა უფრო ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა,
თუ  ფილმის კონკრეტულმა ეპიზოდმა ? რატომ ? ( პასუხები დაასაბუთონ არგუმენტებით )


აქტივობა  IV . ( 12 წთ )  დისკუსია თემაზე :  როგორ მოქმედებს ბრბოს ფსიქოლოგია
საზოგადოებისა და, ზოგადად კაცობრიობის განვითარებაზე .  როგორ მოვიქცეთ ,
თუ აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.
შეფასება :  ( 4 წთ )  განმავითარებელი .  განმსაზღვრელი. თვითშეფასების კითხვარით.
 ( შეფასების რუბრიკები თან ერთვის გეგმას )
საშინაო დავალება : ( 2 წთ )  დაწერონ ერთ-ერთი,  მათთვის სასურველი ესე :
ა) ბრბოს თუ გაჰყვები, მასში დაიკარგები.
ბ)   როცა ტალახს ისვრი, ფეხქვეშ მიწა გეცლება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
   1. მოსწავლეს შეუძლია სათანადო არგუმენტებით   იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე .
  2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს  სხვების აზრი.
  3. შეუძლია  მსჯელობიდან გამოიტანოს  დასკვნა, გამოკვეთოს საკუთარი
  4. მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს და განსაზღვროს პრობლემური საკითხი  წაკითხულ
ტექსტებში. მოსწავლეს შეუძლია იპოვოს  მსგავსება და განსხვავება პრობლემაზე შექმნილ
მხატვრულ და არამხატვრულ  ტექსტებში.
  5. მოსწავლეს შეუძლია   გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ზნეობრივ - ეთიკური
პრობლემის მიმართ.
 6. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი , იმსჯელოს
კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტებისა და წერის სტრატეგიების გამოყენებით.


           ლ. წიკლაური      12.06.2018 წ.




                    თვითშეფასების კითხვარი ჯგუფის წევრებისათვის
          
                            
            1. აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
        ა ) მთელი გაკვეთილის განმავლობაში
        ბ) ნაწილობრივ ვიყავი ჩართული
        გ ) არ ვიყავი ჩართული


            2. რამდენად საინტერესო  იყო ჩემთვის გაკვეთილი ?
    ა ) საინტერესო და ნაყოფიერი იყო
    ბ ) არც ისე საინტერესო და ნაყოფიერი იყო
    
              3. ვცდილობდი, აზრი დამესაბუთებინა
     ა ) ყურადღებით ვუსმენდი სხვებს
     ბ) ვცდილობდი, კამათი ჩხუბში არ გადაზრდილიყო
     გ ) ადვილად შემიძლია სხვისი შეხედულების გაზიარება


 
 


მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-10
მოსწავლე
იაზრებს
კითხვას;
მიცემულ
დავალებას
ზედმიწევნით
და ავლენს
სიღრმისეულ
ცოდნას
მოსწავლეს
უჭირს
მიცემული
დავალებისა
და
აქტივობის
გააზრება
მოსწავლე
ნაკლებად
იაზრებს და
ავლენს
ცოდნას
მოსწავლე
კარგად
იაზრებს
და ავლენს
საკუთარ
ცოდნას
მოსწავლე
ზედმიწევნით
იაზრებს ტექსტს
და ავლენს
სიღრმისეულ
ცოდნას
მოსწავლე
აანალიზებს
ფაქტებსა და
მოვლენებს და
აკავშირებს
ლიტერატურულ
ტექსტთან
მოსწავლე
ვერ
ახერხებს
ფაქტების
გაანალიზებასა
და
ტექსტთან
დაკავშირებას
მოსწავლეს
უჭირს
მოვლენების
ა და
ფაქტების
გაანალიზება
მოსწავლე
აანალიზებს
ფაქტებსა და
მოვლენებს
და
აკავშირებს
ტექსტებთან
მოსწავლე
საფუძვლიანად
აანალიზებს
მოვლენებს და
აკავშირებს
ლიტერატურულ
ტექსტთან
მოსწავლე
მსჯელობს
დასმული
პრობლემის
შესახებ,
განიხილავს
სხვადასხვა
პოზიციას
და გამოაქვს
შესაბამისი
დასკვნები
მოსწავლე ვერ
მსჯელობს
ტექსტში
დასმული
პრობლემების
შესახებ
მოსწავლე
გაუმართავად
მსჯელობს
პრობლემების
შესახებ, უჭირს
ლოგიკური
დასკვნების
გამოტანა
მოსწავლე
გამართულად
მსჯელობს და
გარკვეულწილად
მიმოიხილავს
პოზიციებს.
ზოგჯერ
გამოაქვს
ადეკვატური
დასკვნები
მოსწავლე
ლოგიკურად
მსჯელობს
პრობლემების
შესახებ,
განიხილავს
პოზიციებს და
გამოაქვს
ადეკვატური დასკვნები

                 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეხუთე დღე